დონალდ ტრამპი: აშშ მადუროს რეჟიმთან სამხედრო მეთოდებით ბრძოლას არ აპირებს

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, იაპონიის ქალაქ ოსაკაში „დიდი ოცეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი, ნიკოლას მადუროს რეჟიმთან სამხედრო მეთოდებით ბრძოლას არ აპირებს. ინფორმაციას სააგენტო Fox News-ავრცელებს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებული შტატები ვენესუელაში კრიზისის მოგვარების მიზნით 5 სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს. მან ასევე დასძინა, რომ თეთრი სახლი სამხედრო ვარიანტს არ განიხილავს.

“ვენესუელასთვის ხუთი განსხვავებული სტრატეგია გვაქვს და დავინახავთ, რა მოხდება”, – აღნიშნა ტრამპმა.

გარდა ამისა, თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნა, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს ამ სიტუაციაში ჩაერიოს.

შეგახსენებთ, 2018 წლის მაისში ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ხმათა დაახლოებით 70% მოიპოვა, მაგრამ ოპოზიციამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და კენჭისყრის შედეგები არალეგიტიმურად სცნო. აღნიშნულის შემდეგ, ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...