დონალდ ტრამპი: აშშ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობას წყვეტს!

ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 29 მაისს, თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ არ განახორციელა საჭირო რეფორმები, უარი თქვა მოქმედებაზე.

მსოფლიო ელოდება პასუხს ჩინეთიდან კორონავირუსთან დაკავშირებით. ყველაფერი გამჭვირვალე უნდა იყოს. ჩინეთმა ინფიცირებული ადამიანები გამოკეტა უხანში, მოახდინა მათი იზოლირება ჩინეთის დანარჩენი ნაწილისგან. ისინი არ ჩადიოდნენ პეკინში, მაგრამ თავისუფლად მოგზაურობდნენ მთელ მსოფლიოში, ევროპის და აშშ-ის ჩათვლით, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია “ჩინეთზეა ორიენტირებული”. ჩინეთი, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 40 მილიონ დოლარს იხდის წელიწადში, ჩვენ კი 450 მილიონ დოლარს, სრულად აკონტროლებს ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას. ვირუსის აფეთქების საწყის ეტაპზე ისინი აცხადებდნენ, რომ არ იყო საჭირო ჩინეთში მოგზაურობის აკრძალვა.

დღეიდან ჩვენ ვწყვეტთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან ურთიერთობას და თანხებს, რომლების მათთვის გამოიყოფოდა, სხვა საჭიროებებისთვის გადავამისამართებთ, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად