დონალდ ტრამპი: აშშ-ის პრეზიდენტებს შორის, ისრაელის საუკეთესო მეგობარი მე ვარ

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ისრაელის საუკეთესო მეგობარი მათგან, ვისაც აქამდე თეთრ სახლში უცხოვრია, თავად არის. ამის შესახებ მან ფლორიდაში, ისრაელ-ამერიკის საბჭოს ეროვნული სამიტის ფარგლებში განაცხადა.

ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის სხვა პრეზიდენტები უბრალოდ აღნიშნავდნენ ხოლმე, რომ იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებდნენ. ტრამპის დროს კი, ვაშინგტონმა ეს ოფიციალურად გააკეთა და საელჩო თელ-ავივიდან იქ გადაიტანა.

„ჩემი აზრით, ისინი (ამერიკის ყოფილი პრეზიდენტები) ამის ოფიციალურად გაკეთებას არასდროს აპირებდნენ. მაგრამ, სხვა პრეზიდენტებისგან განსხვავებით, მე საკუთარი პირობა შევასრულე“, – აცხადებს იგი.

ტრამპმა ევროპელ მოსახლეობას მოუწოდა, უფრო მეტად შეიყვარონ ისრაელი.

ვაშინგტონმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად 2017 წლის დეკემბერში აღიარა და საელჩოს გადატანის პროცესი დაიწყო. ამის შემდეგ, აშშ-ის მაგალითს მიჰყვა ფილიპინები, ჩეხეთი, გვატემალა, პარაგვაი და ავსტრალია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად