დონალდ ტრამპი: ანგელა მერკელი ნამდვილად ფანტასტიური ქალია

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის ფედერალური კანცლერი ანგელა მერკელი შეაქო და მას “ფანტასტიური ქალი” უწოდა. ამერიკის ლიდერმა კომპლიმენტი თეთრ სახლში გაეროს უსაფრთხოების საბჭოს წევრი ქვეყნების ელჩებთან ოფიციალური სადილის დროს გამოხატა.

საინფორმაციო სააგენტო Dpa- ს ცნობით, ოფიციალური მიღების დასაწყისში, დონალდ ტრამპმა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მონაწილე მხარეები გააკრიტიკა, რომლებიც, მისი აზრით, ნატოს მიერ დასახული მიზნების განხორციელებისთვის არ მოქმედებენ. თუმცა, აშშ-ს პრეზიდენტმა არ მიუთითა, რომელ ქვეყნებს გულისხმობდა.

თავის მხრივ, გაერო-ში გერმანიის მუდმივმა წარმომადგენელმა კრისტოფ ჰოისგენმა დონალდ ტრამპს მიმართა და აღნიშნა: ”მაინტერესებს, ვის გულისხმობთ ნატო-ს შესახებ საუბრისას?”.

ბოლო დროს, დონალდ ტრამპმა აშშ-ს მოკავშირეები ნატო-ს საკითხზე რამდენჯერმე გააკრიტიკა. მიზეზად თავდაცვის ხარჯები დაასახელა, რომელიც მისი შეფასებით, ძალიან დაბალია.

ჰოისგენის საპასუხოდ, ამერიკის ლიდერმა აღნიშნა, რომ მან ანგელა მერკელთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გამართა. სავარაუდოდ, ტრამპი ლონდონში, 3-დან 4 დეკემბერს, ნატო-ს სამიტის ფარგლებში გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან გამართულ შეხვედრას გულისხმობდა.

”ის ფანტასტიური ქალია, ნამდვილად ფანტასტიური ქალი”, – აღნიშნა ტრამპმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად