დონალდ ტრამპი: 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას სრული სერიოზულობით ვეკიდები

Fox News-თან მიცემულ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ ის აბსოლუტურად მთელი სერიოზულობით განიხილავს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენას.

აშშ-ის ყოფილმა ლიდერმა განაცხადა: „საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის იდეას სრული სერიოზულობით ვეკიდები, თუმცა, სამართლებრივი თვალსაზრისით, ამაზე საუბარი ჯერ არ მსურს“.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ბოლო არჩევნენში მას 75-მა მილიონმა ამერიკელმა დაუჭირა მხარი, რაც მისადმი მაღალ მხარდაჭერას ცხადყოფს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...