დონაძე: ვრჩები იქ, სადაც ქართული ფოლკლორისთვის მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებს ვანხორციელებთ

ასე უპასუხა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი დონაძემ “აიპრესთან”საუბრისას გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის მიხეილ გიორგაძის შემცვლელად მოიაზრება.

“ვრჩები იქ, სადაც ქართული ფოლკლორისთვის მნიშვნელოვან და მასშტაბურ პროექტებს ვანხორციელებთ. ფოლკლორის ცენტრი თბილისურ ანსამბლებთან ერთად უკვე ჩაერთო კამპანიაში #გაატარეზაფხულისაქართველოში, პირველ კონცერტს ანსამბლი “სახიობა” თბილისის სტუმრებისათვის 15 ივლისს ფოლკლორის ცენტრის ბაღში გამართავს. კონცერტები მთელი ზაფხულის განმავლობაში მოეწყობა და მასზე დასწრება ტურისტებსა და ზოგადად ყველა მსურველს სრულიად უფასოდ შეეძლება.

გარდა ამისა , 7,8, და 9 სექტემბერს ჩატარდება ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი “ბლექ სი არენასა” და რაჭაში, რომელშიც კორსიკელები, სარდინიელები, პოლონელები და ლატვიელები ქართველ შემსრულებლებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას. რაც შეეხება მიხეილ გიორგაძეს, შემიძლია ვთქვა, რომ ფოლკლორის ცენტრის ნებისმიერი მნიშვნელოვანი ინიციატივა, პროექტი მისი და სამინისტროს უშუალო მხარდაჭერით განხორციელდა” – განაცხადა გიორგი დონაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...