დონაძე ბუტა რობაქიძის მკვლელობაზე: “ადამიანს შემთხვევით გაუვარდა ტყვია”

ამ წუთებში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე გიორგი გაბუნიას გადაცემა "არჩევანში" პირდაპირი ჩართვა ითხოვა გურამ დონაძემ. მან ჩართვა მაშინ ითხოვა, როდესაც სოსო რობაქიძე თავისი შვილის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე საუბრობდა.

"ბოლო ორი კვირის განმავლობაში ცხადდება რომ თითქოს გამოძიება მიდის ბუტა რობაქიძის საქმესთან დაკავშრებით, არავითარი გამოძიება არ  ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე.  საქმე გადაეცა საქალაქო სასამართლოს, სადაც დღემდე მხოლოდ ოთხი სხდომა გაიმართა. სასამართლოში დღეს არ იხილება ბუტა რობაქიძის საქმე, სასამართლოში დღეს  საქმე იხილება მხოლოდ ჩემი და სხვა პირთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და იარაღის ყოფნა არყოფნის ფაქტზე.

რაც შეეხება ბუტა რობაქიძის საქმე, ადამიანს შემთხვევით გაუვარდა ტყვია, მან ამისთვის აგო პასუხი. ეს იყო და ეს."- განაცხადა გურამ დონაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...