დომენტი სიჭინავამ სოფელ ჭკადუაშში გაბისონიების შეჭირვებული ოჯახი მოინახულა

სოფელ ჭკადუაშში, დღეს, ზუგდიდის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, დომენტი სიჭინავამ უაღრესად შეჭირვებული ანიკო გაბისონიას ოჯახი მოინახულა.

ოჯახში სამი მწირეწლოვანი ბავშვი ცხოვრობს, საიდანაც ყველაზე უმცროსს, 4 წლის ბავშვს თანდაყოლილი გულის მანკი აქვს. გაბისონიების ოჯახის ყველა პატარა წევრს ორი წლის წინ ოპერაცია ჩაუტარდა, ორი წელია კი ექიმთან არ ჰყოლიათ, რადგან გაბისონიებს ამის საშუალება არ აქვთ.

გარდა ამისა, პატარას ფარული ჭია აქვს, რის გამოც დამატებითი პრობლემები აქვს. რთულია ოჯახში შუათანა ბავშვის მდგომარეობაც, რომელიც, ბებიის თქმით, გასულ წელს ზუგდიდიდან ემერჯენსით ქუთაისში გადაიყვანეს და სიკვდილს იქ გადაარჩინეს.

გაბისონიები ამბობენ, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათგან დახმარება არ მიუღიათ, 3 000 ლარზე დაპირების მიუხედავად. ამას გარდა, ოჯახის საცხოვრებელი პირობები მძიმეა, სახლში წვიმის დროს წყალი ჩადის და ადგილობრივი ხელისუფლებისგან ამაზეც მიიღეს დაპირება, რომ 2018 წლიდან მათი საკითხი განიხილება.

როგორც გაბისონიების მეზობლები ამბობენ, მათ საკვების ფულიც არ აქვთ და როგორც წესი, მეზობლების დახმარებით ირჩენენ თავს, რომლებიც, მათივე თქმით, თავადაც ძალიან რთულ პირობებში იმყოფებიან.

გაბისონიების ოჯახი იმედოვნებს, რომ მერად არჩევის შემთხვევაში, დომენტი სიჭინავა მათ და მათ მსგავს პირობებში მყოფი ხალხის პრობლემებს გაითვალისწინებს და მოგვარებას დაიწყებს. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...