დოლიძე:სისხლიანი 9 წელი ვინც სასტემაში იყო, შესაძლოა გამოხატვის თავისუფლებას ვერ აცნობიერებდეს

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ანა დოლიძემ ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში, გადაცემა "თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.
რაც შეეხება იმას, აკეთებს თუ არა პოლიტიკურ განცხადებებს და მისი დღევანდელი განცხადება პოლიტიკური არ არის? – ამაზე დოლიძე ამბობს:
 
"საქართველოს მოქალაეებს აქვთ გამოხატვის თავისუფლება. არ მიკვირს, რომ ადამიანები, რომლებიც სისხლიანი 9 წლის განმავლობაში სასამართლო სისტემაში მუშაობდნენ, შესაძლოა ვერ აცნობიერბდნენ, რომ გამოხატვის თავისუფლება ჩვენ ყველას გვაქვს. ასევე გვაქვს თმენის ვალდებულება, რომ ავიტანოთ იმ ხალხის აზრიც კი, რომლის აზრიც ჩვენ არ მოგვწონს. ვფიქრობ, საბჭოს აქვს ეს პრობლემა. ეს იყო ქალბატონ ნაზისა და ბატონ ვახტანგის მიმართ, ასევე ქალბატონი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის მიმართ მანამდე. ადამიანების გაჩუმება, დაშანტაჟება, დამუქრება, როგორც სხვათა შორის დღეს იყო ჩემს მიმართ არაფორმალურ ნაწილში უკვე აღარ ხდება", – განაცხადა ანა დოლიძემ. 
 
კითხვაზე, მუქარა არაფორმალურ გარემოში საკმაოდ სერიოზული ბრალდებაა, კონკრეტულად რა უთხრეს მას? 
 
"მთავარი მითითება იყო, რომ თავი უნდა შევიკავო საჯარო განცხადებებისგან. თურმე ამის საწინააღმდეგოდ ისინი რაღაც ნაბიჯს გადადგამენ. ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ დააწესონ ჩემზე და იქ სხვა წევრებიც არიან, გამოხატვის თავისუფლებაზე ცენზურა. 
 
საბჭოს კრიტიკულ წევრებზე ზეწოლას ახდენენ, მაშინ როდესაც არ შუქდება სხდომები. ეს არის ის, რომ საჯაროდ არ დაფიქსირდეს არაეთიკური და არაჯენტლმენური ქცევა", – განაცხადა ანა დოლიძემ.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...