დოლიძე ზოდელავას: თქვენი შექმნილია მურუსიძე და ჩინჩალაძე… ამის თანამონაწილე თქვენც ხართ!

პროკურატურის სისტემურ პრობლემებთან დაკავშირებით გადაცემა “რეაქციაში” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს ანა დოლიძესა და მურთაზ ზოდელავას შორის დებატები გაიმართა:

მურთაზ ზოდელავა: მას შემდეგ რაც ივანიშვილმა ყველაფერი ხელში აიღო, ისე აყენებს სიტუაციას, რაც მიუღებელია ძალიან ბევრი ადამიანისთვის. ათასობით ადამიანი ამას არ ამბობს, იმიტომ რომ არ უნდათ “პირველი მერცხალი” იყოს, ან რაღაცა. ეს პრობლემებია არა მხოლოდ პროკურატურაში, არამედ შსს-ში, სუს-შიც კი არიან ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ ივანიშვილმა ისეთი სისტემა შექმნა, როდესაც ცხოვრება გაუსაძლისია. ყველა მიმართულებით გვყავს ადამიანები, რომლებიც ამხელენ”

ანა დოლიძე: მინდა რომ მიპწკინოს ვინმემ, მეცინება.

მურთაზ ზოდელავა: გეხვეწები უპწკინე რა.

ანა დოლიძე: მურთაზ ზოდელავა საუბრობს ამ მამხილებლებზე ხალხო. მე მგონი მესიზმრება.

მურთაზ ზოდელავა: მურთაზ ზოდელავამ გაგაღიაიზანა თუ იმან, რომ ივანიშვილზე ვლაპარაკობ ასეთი მიუღებელი ტონით და იმან, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება სრულდება.

ანა დოლიძე: ზოდელავა უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი მოწმე, მამხილებელი. ეს სისტემა როგორ შეიქმნა, თავიდან ბოლომდე. სისტემის შექმნის ერთ-ერთი თანამონაწილე ხართ. ჩვენ გვჭირდება ანალიტიკური სისტემა, როგორ შეიქმნა ეს სისტემა. მურუსიძეს ვინ ურეკავდა თქვენ იცით და თქვენ უნდა თქვათ. უნდა თქვათ, როგორ შეიქმნა ჩინჩალაძე და როგორ შეიქმნა მურუსიძე. მურუსიძე-ჩინჩალაძე ივანიშვილმა თქვენგან გადმოიბარა…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად