დოლიძე: უზენაესის თავმჯდომარის დანიშვნა საკონტროლო ტყვია იქნება სასამართლოს თავისუფლების დასამარებაში

“ის იქნება მორიგი პაიკი, რომლის დაასრულებს კლანისა და ოცნებისათვის სასამართლო ხელისუფლების გადაბარების პროცესს”, – ასე ეხმაურება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის საკითხს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე.

როგორც დოლიძემ ტელეკომპანია “ფორმულას” განუცხადა, ის ამ პროცესს უნდობლობას უცხადებს და აღნიშნავს, რომ ეს საკონტროლო გასროლა იქნება.

„თავმჯდომარის დანიშვნა იქნება საკონტროლო ტყვია ჩვენი სასამართლოს თავისუფლების დასამარების პროცესში. ის პროცესი, რომლეიც დაიწყო ერთი წლის წინ, სადაც მე ვიბრძოდი პირადად, დასრულდება უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნით. გვარს და სახელს არ აქვს მნიშვნელობა, ისე როგორც პრემიერის გვარს და სახელს არ აქვს მნიშვნელობა.  იმიტომ, რომ ეს აუცილებელად იქნება ადამიანი, რომლიც ზე კომფორტულია ხელისუფლებისთვის. ის იქნება მორიგი პაიკი, რომლის დაასრულებს კლანისა და ოცნებისათვის სასამართლო ხელისუფლების გადაბარების პროცესს“, – აცხადებს ანა დოლიძე.

შეგახსენებთ, დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურას წარადგენს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად