დოლიძე: წარმოვადგენ გამოსავალს, რომელიც ბევრად უფრო ძლიერ ინსტიტუტად აქცევს პროკურატურას

“წარმოვადგენ შესაძლო ალტერნატიულ გამოსავალს, რომელიც ბევრად უფრო ძლიერ ინსტიტუტად აქცევს პროკურატურას”,-ამის შესახებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, “კურიერთან” განაცხადა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ამბობს, რომ ხელისუფლება კვლავ ცდილობს, საზოგადოებას შესთავაზოს მორჩილი პროკურორობის კანდიდატი, რაც უარყოფითად აისახება ინსტიტუტის იმიჯზე.

“მთავარი პროკურატურა ვერ აღწევს ხელისუფლების კლანჭებს და მოსალოდნელია, რომ კიდევ ერთხელ საპროკურორო საბჭომ წარმოადგინოს პოლიტიკურად მორჩილი მთავარი პროკურორის კანდიდატურა. დროა, ჩვენ ვიფიქროთ ახალ, შესაძლო პროცედურებზე. წარმოვადგენ შესაძლო ალტერნატიულ გამოსავალს, რომელიც ბევრად უფრო ძლიერ ინსტიტუტად აქცევს პროკურატურას,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად