დოლიძე რ2-ის და TBC ბანკის საქმეზე: არ გვაქვს საქმე ობიექტურ და სამართლიან გამოძიებასთან

“ამ ორი თემის შედარება გვაჩვენებს, რომ საქმე არ გვაქვს ობიექტურ, სამართლიან გამოძიებასთან, სასამართლოსა და პროკურატურასთან”,-ამის შესახებ, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისასა განაცხადა.

” გამოძიების არარსებობა “რუსთავი2-ის” თემაზე – რამდენი ხანია, დვალს და აქიმიძეს შეტანილი აქვთ საჩივარი და ჩამი-ჩუმი არ ისმის მთავარი პროკურატურიდან მათი საკუთრების უფლების დარღვევაზე.

იმავდროულად, როდესაც უსწრაფესად წავიდა გამოძიება მამუკა ხაზარაძისა და ჯაფარაძის მიმართ ფულის გათეთრების თემაზე. ამ ორი საქმის შედარება მიუთითებს, რამდენად მოქმედებს შერჩევითი სამართალი პროკურატურის ხელში. ერთ საქმეზე, სადაც არ არის ხელისუფლების ინტერესი, გამოძიება არ დგება წლების განმავლობაში, დვალსა და აქიმიძეს ვგულისხმობ.

მეორე საქმეზე, სადაც არსებობს ხელისუფლების პირდაპირი ინტერესი, გამოძიება მიმდინარეობს, თუნდაც ძალიან რთულ საქმესთან დაკავშირებით, ძალიან სწრაფად. ამ ორი თემის შედარება გვაჩვენებს, რომ საქმე არ გვაქვს ობიექტურ, სამართლიან გამოძიებასთან, სასამართლოსა და პროკურატურასთან, საქმე გვაქვს ინსტრუმენტთან, რომელიც ახორციელებს შერჩევით მართლმსაჯულებასთან,“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად