დოლიძე: პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაზე ისეთი კონტროლია, თაგვიც ვერ შემოაღწევს

პარლამენტში უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენაზე ისეთი კონტროლია, თაგვიც ვერ შემოაღწევს”,-ასე აფასებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების მოსმენის დაწყება.

“მკაცრი კონტროლი აქ დასწრებაზე, ე. წ ფეის კონტროლი, მართლა თაგვიც ვერ შემოაღწევს ამ შენობაში და რატომ? ამის უკან არის უდიდესი შიში ხალხის აზრის და ამ პროცესის სახალხოობის. ზუსტად ისევეა ეს პროცესი სახალხო მოსმენა როგორც იყო ცენტრალურ კომიტეტში მიმდინარე პროცესები.

ამიტომ, იმ ხალხს, განსაკუთრებით ახლაგაზრდა ადამიანებს, რომლებიც ამ პროცესს ატარებენ და ერთი და იგივე გზავნილებს იმეორებენ, მხოლოდ და მხოლოდ ოქტომბრელები შეიძლება ეწოდოს. სამწუხაროდ, ეს არის ბოლო პროცესი ამ ფასადური ეტაპის.

„ქართული ოცნება ოფიციალურად გაიფორმებს იმ სისტემას, რომელიც ჯერ კიდევ 8 წლის წინ უნდა დაენგრია მას“ – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, დღის წესრიგის მიხედვით დღეს დეპუტატები მოსამართლეობის კანდიდატებს თამარ ალანიას და მერაბ გაბინაშვილს მოუსმენენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად