დოლიძე: “ოცნება” რომ “ნაცმოძრაობის” მემკვიდრეა, ინფექციური კლინიკის მდგომარეობიდანაც კარგად ჩანს

ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა.

“შევხედოთ, რა კარგად არის ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრე. მოიკითხეთ ინფექციური საავადმყოფოს საკითხი. ამათ [ნაციონალური მოძრაობა] გაგვიყიდეს, ესენი [ქართული ოცნება] დაგვპირდნენ ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ დღეს ინფექციური საავადმყოფო არ გვაქვს. ის ხალხი, სადაც წევს, ამაში სახელმწიფო იხდის 40 000 ლარს, რათა იმ კერძო სტრუქტურისგან იქირაოს ინფექციური საავადმყოფო. კვირიკაშვილი დაგვპირდა რომ აშენდებოდა, მაგრამ არცერთ შემთხვევაში ეს არ აშენდა”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად