დოლიძე: მოსამართლის პოლიტიკურ დისკუსიაში მონაწილეობა იგივეა, რაც მღვდლის სიარული დისკოტეკაზე

“წამების დაკარგვაც არ მინდა იმ ადამიანის პოსტებზე, რომელსაც საკუთარი კლანიც კი არ ულაიქებს თავის გამოთქმებს”, – ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის დიმიტრი გვრიტიშვილის “ფეისბუქ” პოსტს, სადაც ის ანა დოლიძეზე საუბრობს.

“თუ ვინმე უფრო ღირსეული, კომპეტენტური და წონიანი გამოვა და რაღაც აზრს იტყვის, სიამოვნებით გამოვეხმაურები”, – დასძენს ანა დოლიძე.

მისი თქმით, ზოგიერთი მოსამართლე აქტიურად მონაწილეობს პოლიტიკურ დისკუსიაში, რაც დაუშვებელია.

“ზოგიერთმა მოსამართლემ აქტიურად არაერთხელ დაარღვია ეთიკის კოდექსი, ისინი მონაწილეობენ პოლიტიკურ დისკუსიაში, ეს იგივეა, რაც მღვდლის სიარული დისკოტეკაზე. ეს არის დაუშვებელი. მისახედია ის სრული აღრევა, რაც ხდება სასამართლო სივრციდან, როდესაც მოსამართლეები მონაწილეობას იღებენ პოლიტიკურ დისკუსიებში”, – აცხადებს ანა დოლიძე.

ცნობისთვის, დიმიტრი გვრიტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც ამბობს: პრეზიდენტყოფილ მარგველაშვილს დოლიძე კონკურსის წესით უნდა დაენიშნა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...