დოლიძე: მერაბიშვილის ფიგურა გვაბრუნებს წარსულში და კიდევ ერთხელ ყოფს საზოგადოებას

ამის შესახებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ “კურიერთან” საუბრისას გაანცხადა.

ანა დოლიძის თქმით, პოლიტიკურ ველზე ვანო მერაბიშვილის გამოჩენით ხელისუფლება სასარგებლო სიტუაციაში დგება, რადგან მათ ოპონენტად უჩნდებათ ფიგურა, რომელიც ძალადობასთანაა ასოცირებული:

“მერაბიშვილის ფიგურა ფაქტია, რომ გვაბრუნებს წარსულში და კიდევ ერთხელ ყოფს საზოგადოებას. მმართველი პარტია დგება ძალიან სასარგებლო სიტუაციაში, ვინაიდან მას ოპონენტად უჩნდება კიდევ ერთხელ ჯგუფი და ადამიანები, რომლებიც ასოცირებული არიან ლიკვიდაციასთან, ძალადობასა და ჩაგვრასთან, მაშინ როდესაც ხალხის უმეტესობას შუაში აინტერესებს სიმშვიდე, განვითარება, საქმე და კეთილდღეობა და იმ წვალების წლებში გახედვა არ სურს,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად