დოლიძე: ხშირად არ მომწონს, რასაც რ2 აკეთებს, მაგრამ მისი შინაარსობრივი პოლიტიკა არ უნდა შეიცვალოს

ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ “პალიტრანიუსის” ეთერში “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

“რუსთავი 2 მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მისი შინაარსობრივი პოლიტიკა დარჩეს. მე თვითონ ხშირად არ მომწონს, რასაც აკეთებენ, მე უამრავჯერ არ ვყოფილვარ თავის დროზე მათ ეთერში, მაგრამ დღეს ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. “რუსთავი 2” კი არა, “ენკი-ბენკიც” რომ დაიხუროს ხვალ, იმაზეც უნდა დავსვათ ჩვენ კითხვის ნიშნები. მით უმეტეს კი, როცა საუბარია საინფორმაციო თვალსაზრისით ნომერ პირველ ტელეკომპანიაზე”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...