დოლიძე: ხელისუფლებისთვის შეთავაზება მაქვს, დავით გარეჯი დაცულ ტერიტორიად გადაიქცეს

დავით გარეჯი დაცულ ტერიტორიად გადაიქცეს”,- ამის შესახებ გადაცემაში „ნიუსრუმი“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

“დავით გარეჯთან დაკავშირებით ხელისუფლებისთვის პოლიტიკური შეთავაზება მაქვს, რომელიც გვაძლევს ისტორიულშესაძლებლობას, რომ ეს გამოწვევა გამოვიყენოთ ჩვენი და აზერბაიჯანის ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის, ეკონომიკური ვითარების გაუმჯობესებისათვის და ამ ადგილის საერთაშორისო მასშტაბის მემკვიდრეობის ძეგლად ქცევისთვის…

ეს შეთავაზება დიდი ხანია დევს მაგიდაზე და შემუშავებულია საერთაშორისო მხარდაჭერით, მათ შორის მსოფლიო ბანკის და შემუშავებულია სასიქადულო მეცნიერების მიერ. ამ ეტაპზე გვინდა პოლიტიკურ დონეზე გავიტანოთ და დავდოთ მაგიდაზე, როგორც არსებული ვითარების მშვიდობიანი კი არა, სასარგებლოდ გადაწყვეტის შეთავაზება“,-ამბობს დოლიძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად