დოლიძე: ხელისუფლების მხრიდან სადღეგრძელოების დონეზეა საუბარი აზარტული თამაშების რეკლამასთან მიმართებაში

“უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა და მომავალი ეწირება ამ დაავადებას”-ამის შესახებ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ “კურიერთან” განაცხადა.

“ხელისუფლების მხრიდან სადღეგრძელოების დონეზე არის საუბარი აზარტული თამაშების რეკლამასთან მიმართებაში. თუმცა ქმედითი ნაბიჯები დღესდღეობით ჩვენ არ გვინახავს.

ეს იმ ფონზე, როდესაც უამრავი ადამიანის ჯანმრთელობა და მომავალი ეწირება ამ დაავადებას. ჩვენ დღეს მოვედით იმისათვის, რომ რეალურად დავსვათ კითხვა – აპირებს თუ არა 10 000 ადამიანის მოთხოვნაზე საქართველოს მთავრობა პასუხის გაცემას,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, აზარტული თამაშების წინააღმდეგ ინიციატივამ, სამთავრობო პეტიციების პორტალზე, მცირე პერიოდში 10 000 ხელმოწერა შეაგროვა.

ინიციატივის ავტორი კამპანიის “გავერთიანდეთ და ავიმაღლოთ ხმა აზარტული თამაშების წინააღმდეგ” ხელმძღვანელი ანა დოლიძეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად