დოლიძე: ხელისუფლებამ 14 მოსამართლის არჩევით სასამართლოს ნდობა დააზიანა

ასე აფასებს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კენჭისყრის შედეგებს.

“ხელისუფლება წავიდა ძალიან დიდ რეპუტაციულ რისკზე, დააზიანა საკუთარი იმიჯი, სასამართლოს ნდობა ამ ნაბიჯით, რომ დაამტკიცა 14 მოსამართლე.

ფაქტობრივად, ასეთი რამ არცერთ ხელისუფლებას საქართველოში არ გაუკეთებია, რომ ერთბაშად, ერთი ნაბიჯით ამდენი მოსამართლე გადაესხა უზენაეს სასამართლოში. ეს ნიშნავს „ოცნების“ მხრიდან უზენაეს სასამართლოს სრული კონტროლის დაწყებას. მათ ყველა პალატაში ეყოლებათ მოსამართლეები, ყველა გადაწყვეტილების პულსზე ეჭირებათ ხელი,” – აღნიშნა ანა დოლიძემ.

ცნობისთვის, ცნობისთვის, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა, მათ შორის არიან: გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად