დოლიძე ივანიშვილს: თუ ჩინჩალაძეს და გვრიტიშვილს აირჩევთ, ეს ნიშნავს, რომ პენალტი საკუთარ სამშობლოს გაუტანეთ

“პენალტი დარტყმულია “ქართული ოცნების” კარში. ახლა უნდა მიხვდნენ, “ოცნების” დეპუტატები, რამდენად აიღონ ან უნდა გაუშვან და იმ სასირცხვილო სიაში აღმოჩნდნენ, რომელიც დააბრუნებს მიხეილ ჩინჩალაძეს უზენაეს სასამართლოში”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მე არ ვფიქრობ, რომ მათ ეს გააკეთეს, “ქართული ოცნებიდან” სიგნალების გარეშე. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ხალხზე, რომლებიც კონკურსსა და გასაუბრებაზე არ გამოდიან. სიას არ წარადგენს, იმიტომ რომ კითხვის ეშინიათ. რა გგონიათ, ისინი “ქართული ოცნებიდან” ვინმეს მწვანე შუქის გარეშე გააკეთებდნენ?! ჩვენ აქ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც ასრულებდნენ წინა ხელისუფლების დაკვეთებს და შეასრულებს ყველა შემდეგი ხელისუფლების დაკვეთებს.

პირადად მინდა მივმართო “ქართული ოცნების” ლიდერებსა და ბიძინა ივანიშვილს, ეს არის პენალტი “ქართული ოცნების” კარში. ის 76 დეპუტატი უმრავლესობიდან, ვინც ხმას მისცემს მიხეილ ჩინჩალაძეს, დიმიმიტრი გვრიტიშვილსა და მიქაუტაძეს, რომელიც უვადოდაც არ არის დანიშნული, სულ ახალი მოსამართლეა პირველ ინსტანციაში… თუ “ოცნება” მათ უყრის კენჭს და ხმას მისცემს, ეს ნიშნავს, რომ მათ პენალტი გაუტანეს საკუთარ პარტიას და საკუთარ სამშობლოს. ეს ადამიანები უზენაეს სასამართლოში სამუდამოდ ვერ ჩაცემენტდებიან, სულ რომ ნამუსი გაირეცხოს “ქართულმა ოცნებამ” და მართლა დააბრუნოს ჩინჩალაძე უზენაესში. იმიტომ, რომ ქართველი ხალხი არ მოითმენს ამ ადამიანების ჩაბეტონებას და ჩაცემენტებას სასამართლო ხელისუფლების სათავეში. ეს პენალტი დარტყმულია “ქართული ოცნების” კარში. ახლა უნდა მიხვდნენ, “ოცნების” დეპუტატები, რამდენად აიღონ ან უნდა გაუშვან და იმ სასირცხვილო სიაში აღმოჩნდნენ, რომელიც დააბრუნებს მიხეილ ჩინჩალაძეს უზენაეს სასამართლოში”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად