დოლიძე: ჩვენს პოლიტიკაში დაბალი პოლიტიკური კულტურაა დამკვიდრებული

პარლამენტში და ჩვენს პოლიტიკაში, დამკვიდრებულია დაბალი პოლიტიკური კულტურა – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ გადაცემა “360 გრადუსში” პარლამენტში მომხდარ დაპირისპი

“პარლამენტში და ჩვენს პოლიტიკაში, დამკვიდრებულია დაბალი პოლიტიკური კულტურა. ამ ტიპის გადაძახილები და იარლიყების მიკერება ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ამ კულტურას ხელი შეუწყო და მას სათავეში უდგას, ის ადამიანი ვინც ძალიან ფარისევლურად აცხადებს, რომ ეთიკის საბჭოს სხდომა მოიწვია.

ბატონი რომელსაც 2017 წელს პირველად დავარქვი შარიკოვი, ანუ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მხატვრული გმირის სახელი, სწორედ იქიდან გამომდინარე რომ გამოირჩევა არაეთიკური გამონათქვამებით. გარდა ამისა პირდაპირი ტყუილებით რაც მას არა ერთხელ გამოუყენებია კონკრეტულად ჩემს შემთხვევაში.

იგივეა ყვარყვარე თუთაბერს დაავალო, შექმნას მიუკერძოებლობის ან პოლიტიკური მედეგობის კომისია. თვითონ არის თავად ზე არაეთიკური ადამიანი, ერთი ჩვეულებრივი მოქალაქე რომ იყოს სხვა იქნებოდა, მაგრამ პარლამენტის თავჯდომარეობის ტრიბუნიდან, მის თანაპარტიელებთან ერთად, ხელს უწყობს ამის დამკვიდრებას, დაწყებული ნაცობის სახელით, დამთავრებული ტყუილებით და შეურაცყოფებით,- განაცხადა ანა დოლიძემ

შეგახსენებთ, , პარლამენტის ეთიკის საბჭოს პირველი შეხვედრა დღეს გაიმართება. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების თანახმად, საბჭოს პირველივე შეხვედრაზე პარლამენტარების: გიგა ბოკერიასა და გია ვოლსკის შორის მომხდარი დაპირისპირების განხილვაა მოსალოდნელი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად