დოჰას მასტრესზე სამივე ქართველი ზემძიმეწონოსანი ძიუდოისტი შეჯიბრებას მე-2 წრიდან გამოეთიშა (ვიდეო)

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს შეჯიბრების დასკვნითი დღეა.

დოჰას მასტერის მედლებისთვის დღეს 90-100 და +100 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძვიან.

+100 კგ წონით კატეგორიაში ლევან მატიაშვილმა (N21) პირველ წრეში შიდოებით სძლია უზბეკ ბეკმუროდ ოლტიბოევს (N13), მეორე წრეში კი მე-4 წუთის მიწურულს იპონზე დავარდა რუს ინალ ტასოევთან შეხვედრაში.

გელა ზაალიშვილმა (N14) საწყის შეხვედრაში კუბელ ენდი გრანდა (N17) იპონით დაამარცხა, მეორე წრეში კი ლეგენდარულ ფრან ძიუდოისტ ტედი რინერთან შეხვედრაში მტკივნეული ილეთით დამაცხდა.

გურამ თუშიშვილმა (N3) საწყისი შეხვედრა შიდოებით მოუგო რუს ანტონ კრივობოკოვს (N31), მეორე შეხვედრაში კი კორეელ მინჯონგ კიმთან იპონით დამარცხდა.

ამ წონით კატეგორიაში ოქროს მედლისთვის ტედი რინერი და ინალ ტასოევი იჭიდავებენ, ბრინჯაოს მედლებისთვის კი ნიდერლანდელი ჰენკ გროლი რუს ტამერლან ბაშაევთან, ხოლო უკრაინელი იაკოვ ხამო კი ტაჯიკ ტემურ რახიმოვთან

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად