დოჰას მასტერსზე ვარლამ ლიპარტელიანმა ნახევარფინალში ისრაელელ პეტერ პალჩიკს სძლია (ვიდეო)

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს შეჯიბრების დასკვნითი დღეა.

დოჰას მასტერის მედლებისთვის დღეს 90-100 და +100 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძვიან.

100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა რუსი ნიაზ ბილალოვი, უზბეკი მუჰამადკარიმ ხურანოვი და ისრაელელ პეტერ პალჩიკი დაამარცხა და ფინალში გავიდა.

დოჰას მასტერსის ფინალში ვარლამ ლიპარტელიანი ოქროს მედლისთვის აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან იჭიდავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...