დოჰას მასტერსზე ქართველმა ძიუდოისტებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

ყატარში დასრულდა ძიუდოისტთა 2021 წლის პირველი საერთაშორისო ტურნირი – დოჰას მასტერსი.

მასტერზე კარგად იასპარეზეს ქართველმა ძიუდოისტებმა. მათ ორი ოქროს, ერთი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს და კაცთა შორის გუნდურ ჩათვლაში მხოლოდ კორეის გუნდს ჩამორჩნენ. კორეელებმა 60-66-73 კგ წონით კატეგორიებში იმარჯვეს.

ქართველი ძიუდოისტებიდან ოქროს მედლები მოიპოვეს ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) და ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ).

ვერცხლი მედალი წილად ხვდა ბექა ღვინიაშვილს (90 კგ).

ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ) და ლაშა საბაურმა (90 კგ).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...