დოჰას მასტერსზე ლაშა ბექაურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა (ვიდეო)

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულდა ძიუდოისტთა ასპარეზობა 90 კგ წონით კატეგორიაში.

ბრინჯაოს მედლისთვის ორთაბრძოლაში ლაშა ბექაურმა თურქ მიხაელ ზგანკს შიდოებით სძლია.

შეგახსენებთ, რომ ამავე წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ბექა ღვინიაშვილმა მოიპოვა. მან ფინალური ორთაბრძოლა ნიდერლანდელ ნოელ ვან ტედთან დათმო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად