დოჰას მასტერსზე ბექა ღვინიაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა (ვიდეო)

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დასრულდა ძიოდოისტთა ასპარეზობა 90 კგ წონით კატეგორიაში

ფინალურ შეხვედრა ბექა ღვინიაშვილმა ნიდერლანდელ ნოელ ვან ტედთან დათმო. ნიდერლანდელმა, რომელიც შეხვედრას ვაზარით იგებდა, მე-4 წუთის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე მტკივნეული ილეთით ღვინიაშვილს დანებება აიძულა

შეგახსენებთ, რომ ამავე წონით კატეგორიაში ლაშა საბაურმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან შიდოებით თურქ მიხაელ ზგანკს სძლია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...