დოჰას მასტერსის საუკეთესო ძიუდოისტებად ტატო გრიგალაშვილი და რომანე დიკო დაასახელეს (ვიდეო)

დოჰას მასტერსის დასრულების შემდეგ ქალ და კაც ძიუდოსტთა შორის საუკეთესოები დაასახელეს.

საუკეთესოს სპორტსმენის გამოვლენის დროს იპონებით მოგებული შეხვედრების რაოდენობა და დახარჯული დრო მიიღებოდა მხედველობაში.

კაცთა შორის ამ მხრივ საუკეთესო აღმოჩნდა 21 წლის ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), რომელმაც 16 წუთსა და 33 წამში 4 შეხვედრა იპონით, ერთი კი ვაზარით მოიგო.

ქალ ძიუდოსტთა შორის საუკეთესო იყო 21 წლის ფრანგი რომანე დიკო (+78 კგ). მან სულ 4 შეხვედრა ჩაატარა, ოთხივეში იპონით გაიმარჯვა და ამისათვის მას სულ 9 წუთი და 3 წამი დასჭირდა.

გამარჯვებულებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სპეციალური პრიზები გადაეცათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად