დოჰას მასტერსის პირველ წრეში ვარლამ ლიპარტელიანმა რუსი ნიაზ ბილალოვი იპონით დაამარცხა (ვიდეო)

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს შეჯიბრების დასკვნითი დღეა.

დოჰას მასტერის მედლებისთვის დღეს 90-100 და +100 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძვიან

100 კგ წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანი (N4) პირველ წრეში ისვენებდა, მეორე წრეში კი მეტოქედ რუსი ნიაზ ბილალოვი (N31) ჰყავდა.

ვარლამ ლიპარტელიანმა მეტოქე იპონით დაამარცხა.

პულის ფინალში ვარლამ ლიპარტელიანის მეტოქე უზბეკი მუჰამადკარიმ ხურანოვი (N16) იყო.

ვარლამ ლიპარტელიანმა უზბეკი იპონით დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც მისი მეტოქე ისრაელელი პეტერ პალჩიკი იქნება.

დღეს კიდევ ორმა ქართველმა ძიუდოისტმა პირველი წრის შეხვედრა იპონით მოიგო: ბექა ღვინიაშვილმა შვედი მარკუს ნიმანი დააიპონა, ხოლო ლაშა ბექაურმა ისრაელელ ლი კოჩმანს სძლია იპონით. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად