დოჰას მასტერსის პირველ წრეში ლაშა ბექაურმა ისრაელელ ლი კოჩმანს იპონით სძლია (ვიდეო)
ყატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს შეჯიბრების დასკვნითი დღეა.
დოჰას მასტერის მედლებისთვის დღეს 90-100 და +100 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძვიან
90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა ბექაურის (N12) მეტოქე ისრაელელი ლი კოჩმანი (N25) იყო.
საბა ბექაურმა მეტოქე იპონით დაამარცხა.
პულის ნახევარფინალში ლაშა ბექაურის მეტოქე სერბი ნემანია მაიდოვი (N4) იქნება