დოჰას მასტერსის პირველ წრეში ბექა ღვინიაშვილმა შვედი მარკუს ნიმანი დააიპონა (ვიდეო)

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს შეჯიბრების დასკვნითი დღეა.

დოჰას მასტერის მედლებისთვის დღეს 90-100 და +100 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძვიან

90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილის (N10) მეტოქე შვედი მარკუს ნიმანი (N16) იყო.

ბექა ღვინიაშვილმა მეტოქე იპონით დაამარცხა.

პულის ნახევარფინალში ბექა ღვინიაშვილის მეტოქე იაპონელი სიჩირო მუკაი იყო.

მე-4 წუთის მიწურულს ბექამ მეტოქის შეტევას კონტრილეთი დაუპირისპირა, ვაზარი აართვა და იქვე თავის საფირმო სტილში შებოჭა.

პულის ფინალში ბექა ღვინიაშვილი გერმანელ ედუარდ ტრიპელთან (N17) იჭიდავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად