დოჰას მასტერსის მეორე წრეში გელა ზაალიშვილი ლეგენდარულ ტედი რინერთან დამარცხდა (ვიდეო)

ყატარის დედაქალაქ დოჰაში დღეს შეჯიბრების დასკვნითი დღეა.

დოჰას მასტერის მედლებისთვის დღეს 90-100 და +100 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძვიან.

+100 კგ წონით კატეგორიაში გელა ზაალიშვილი (N14) პირველ წრეში კუბელ ენდი გრანდას (N17) შეხვდა და იპონით დაამარცხა.

პულის ნახევარფინალში გელა ზაალიშვილის მეტოქე ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი ტედი რინერი იყო.

ტედი რინერმა ზაალიშვილი მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა და დანებება აიძულა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად