დოდო გუგეშაშვილი: გადადგნენ თავდაცვისა და განათლების მინისტრები

დაჯგუფება “მხედრიონი”-ს წევრი, დოდო გუგეშაშვილი, რომელიც აფხაზეთში იბრძოდა, თავდაცვის მინისტრს ლევან იზორიას და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ბატიაშვილის თანამდებობის დატოვებისკემ მოუწოდებს.

“თავდაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტროსთან ერთად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას ეწევა და ჩრდილავს 13 თვისა და 13 დღის მანძილზე მიმდინარე ომს, რუსეთ-საქართველოს ომს აფხაზეთში და მთლიანად ჩრდილავს გმირობის მაგალითებს.  ამიტომ, ჩემი და ჩემი არასამთავრობო ორგანიზაციის დამოკიდებულებაა გადადგეს თავდაცვის მინისტრი თავისი მოადგილეებითურთ, ბატონი იზორია და გადაგეს განათლების მინისტრი”, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

შეგახსენებთ, ატრიოტული სულისკვეთების გაზრდისათვის სკოლებში “თავდაცვა და უსაფრთხოებას” შეასწავლიან

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...