დონალდ ტრამპი ”უკრაინის საქმეზე” ინფორმატორის ვინაობის გასაჯაროებას მოითხოვს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმატორის ვინაობის გასაჯაროებას მოითხოვს, რომლის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება განაპირობა. ამის შესახებ მან მიკრობლოგ Twitter- ის ანგარიშზე დაწერა.

თეთრი სახლის ლიდერის თქმით, დემოკრატებთან მომუშავე მედიამ იცის ვინ არის ინფორმატორი, მაგრამ მათ ვინაობის გამხელა არ სურთ.

როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, თავის უკრაინელ კოლეგა, ვლადიმირ ზელენსკისთან მისი სატელეფონო საუბარი ბევრმა მოისმინა, თუმცა ”პრეტენზია არავის გამოუთქვამს”.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის თაობაზე საკითხის განხილვა 25 სექტემბერს დაიწყო. მიზეზი დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბარია: დემოკრატიული პარტიის წევრებს სურთ დაამტკიცონ, რომ შეერთებული შტატების მეთაურმა თავის უკრაინელ კოლეგაზე ზეწოლა მოახდინა, რომ არჩევნებში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატისა და კონკურენტის, ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ კორუფციის საქმეზე გამოძიებაში დახმარებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად