დნეპრისპირეთიდან რუსეთის ჯარის გაყვანაზე მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუს მოთხოვნას ლავროვი უპასუხისმგებლოს უწოდებს

მოლდოვას ახლადარჩეულ პრეზიდენტ მაია სანდუს მოთხოვნას დნეპრისპირეთიდან რუსების ჯარების გაყვანის აუცილებლობის ლავროვი პასუხობს

„ძნელად სავარაუდოა, კონკრეტულად რა ჰქონდა მხედველობაში ქალბატონ სანდუს, როდესაც რუსი სამშვიდობოების გაყვანის აუცილებლობაზე საუბრობდა, მაგრამ ის, რომ სათუოა ეს წაადგეს დარეგულირებას და სათუოა, რომ ჩვენ მივიღოთ ეს მოთხოვნა, – პირდაპირ ვთქვათ, საკმაოდ უპასუხისმგებლო, – ფაქტია”, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი სიტყვებით, მოსკოვში ყურადღება მიაქციეს სანდუს გამონათქვამებს რესპუბლიკის საგარეო კავშირების ევროპული მიმართულების განვითარების პრიორიტეტულობის და რუსეთთან კეთილურთიერთობის შენარჩუნებისკენ სწრაფვის შესახებ.

მე ვფიქრობ, რომ კეთილურთიერთობები ნებისმიერ ქვეყანასთან, მათ შორის ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორადაც განიხილება ურთიერთობები რუსეთთან მოლდოვას რესპუბლიკის ახალი პრეზიდენტის მიერ, გულისხმობს ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინებას, იმ ხელშეკრულებათა გათვალისწინებას, რომლებიც ადრე იყო მიღწეული, – თქვა ლავროვმა.

„რუსი სამშვიდობოები, როგორც მოლდოვას და უკრაინის სამშვიდობოებიი, იმყოფებიან კონფლიქტის ზონაში 5+2 ჯგუფის მიერ მიღებული და ეუთოს მიერ მოწონებული გადაწყვეტილებების შესაბამისად და ისინი უპირველეს ყოვლისა ემსახურებიან რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას, რაც პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა იქ არ მოხდეს სისხლიანი კონფლიქტის ახალი ამოფრქვევა” – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, სწორედ სამშვიდობოებმა შეაჩერეს დნეპრისპირეთის კონფლიქტის ცხელი ფაზა და მას შემდეგ უზრუნველყოფდნენ კონფლიქტის შენარჩუნებას თუმც გაყინულ, მაგრამ არა სასიკვდილო მდგომარეობაში.

დნეპრისპირეთში რუსი სამხედროების მეორე ჯგუფიცაა, ისინი საბრზოლო იარაღების საწყობებს იცავენ და ეს საწყობებიისეთ მდგომარეობაშია, რომ მასზე კონტროლის შეწყვეტას ძალიან სერიოზული ინციდენტები შეიძლება მოჰყვეს, – თქვა ლავროვმა.

მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მაია სანდუმ 20 ნოემბერს განაცხადა, რომ სჯერა მოლდოვას და დნეპრისპირეთის კვლავგაერთიანების. მისი თქმით, ეს მშვიდობიანი გზით უნდა მოხდეს. სანდუ მიიჩნევს, რომკონფლიქტის გადაჭრის ფორმატი “მოლდოვას ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების სრულ გაყვანას” უნდა ითვალისწინებდეს.

30 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე სანდუმ განაცხადა, რომ რუსული ჯარები უნდა გავიდნენ დნეპრისპირეთიდან, ხოლო სამშვიდობოები ეუთოს მანდატის ქვეშ მყოფი სამოქალაქო საერთაშორისო მისიებად უნდა გარდაიქმნან.

„დნეპრისპირეთის რეგიონში რუსული ჯარის ორი ნაწილია. არის რუსეთის ჯარის ოპერატიული ნაწილიმ რომელიც მოლდოვაში რაიმე ოფიციალური დოკუმენტის გარეშე იმყოფება. არაა და არც ყოფილა არასდროს ამ ჯარების ყოფნაზე შეთანხმება., არაა მოლდოვას თანხმობა ჯარის ამ ნაწილის ჩენ ქვეყანაში ყოფნაზე. და ეს ჯარი, გაყვანილი უნდა იქნას, ისევე, როგორ გატანილი უნდა იქნას საბრძოლო მასალა, რომელსაც ისინი იცავენ”, – განაცხადა მოლდოვას პრეზიდენტმა.

სანდუს თქმით, რადგან რეგიონში კონფლიქტის გაღვივების საშიშროება აღარ არსებობს, სამშვიდობოები ეუთოს ეგიდის ქვეშ მყოფი მისიით უნდა ჩანაცვლდნენ.

ვიცი, რომ რუსეთში სხვაგვარად ფიქრობენ და დავიწყებ მათთან ამ თემაზე დიალოგს, – აღუთქვა მსმენელს სანდუმ.

„ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც არ სურს თავის ტერიტორიაზე უცხოეთის ჯარების ყოფნა. დავიწყებთ მოლაპარაკებებს. გასულ წელს, როდესაც მე პერემიერ-მინისტრი ვიყავი, ჩვენ ვნახეთ რომ რუსეთი გახსნილი იყო ასეთი მოლაპარაკებებისადმი. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა შოიგუმაც განაცხადა”, – აღნიშნა მოლდოვას პრეზიდენტმა.

ჯარების გაყვანის მოთხოვნის პარალელურად მაია სანდუმ რუსეთთან ურთიერთობის განვითარების შესახებაც განაცხადა.

მოლდოვას პრეზიდენტის სიტყვების კომენტირების დროს რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ იგორ დოდონთან მოსკოვს ბევრად უფრო კონსტრუქციული დიალოგი ჰქონდა. მან იმედი გამოთქვა, რომ კონსტრუქციული მიდგომა შენარჩუნდება და “ჩვენ მიერ გათვალისწინებული იქნება რაიმე მკვეთრი ნაბიჯებისაგან მოსალოდნელი ყველა ნეგატიური შედეგი.”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად