დმიტრო კულება სააკაშვილზე: კერძო პირის განცხადებები ვერ დაანგრევს ჩვენს სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიხეილ სააკაშვილის განცხადების გამო საქართველოს საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩის დაბარებას გამოეხმაურა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილი სიტუაციით უკრაინის სახელმწიფო საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

“სააკაშვილის გამო შექმნილი სიტუაცია ძალიან სამწუხაროა, რადგან „უკრაინის მოქალაქე, რომელსაც არ გააჩნია  სათანადო უფლება და უფლებამოსილება, რათა წარმოადგინოს სახელმწიფოს პოზიცია, აქტიურად აკეთებს კომენტარებს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ არჩევნების წინ“. – განაცხადა დმიტრო კულებამ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ყოველი განცხადება მთავრდება იმით, რომ უკრაინის ელჩს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იბარებენ და სააკაშვილის განცხადებების გამო უკმაყოფილებას უცხადებენ. კერძო პირი გამოდის, ხოლო პასუხის გაცემა სახელმწიფოს უწევს“, – განაცხადა კულებამ.

იმედი გვაქვს, რომ ურთიერთობები დასტაბილურდება და ეს უხერხული ფაქტორი აღმოიფხვრება, რადგან კერძო პირის განცხადებები ვერ დაანგრევს ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის ურთიერთობებს“, – განაცხადა კულებამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად