დმანისში, წმინდა ნინოს ქუჩა N 38 – ში, სპორტული მოედანი გაიხსნა

დღეს, დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ტატუაშვილმა, ქალაქ დმანისში, წმინდა ნინოს ქუჩა N 38 – ში, სპორტული მოედანი გახსნა.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები დმანისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის სრული დაფინანსებით განხორციელდა. რომლის ფარგლებშიც უმაღლესი ხარისხის, ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო.
პროექტის ღირებულებამ შეადგინა 150173,36 ლარი.
ღონისძიება გაალამაზა ამხანაგურმა თამაშმა მინიფეხბურთში, რომელიც დმანისელი ახალგაზრდების გუნდებს შორის გაიმართა.
თამაშში მონაწილე გუნდებს, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახრურის ხელმძღვანელმა-ნინო ომიაძემ საჩუქრად ფეხბურთის ბურთები გადასცა.
გახსნის ცერემონიალს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები და დაინტერესებული საზოგადოება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად