დმანისში სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქვემო ქართლის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის უფროსმა ბესიკ ტეფნაძემ მოადგილესთან – თინათინ ბაკაშვილთან და სოფლის ექიმის კოორდინატორთან ნინო ქოქოსაძესთან ერთად მუნიციპალიტეტის ფარგლებში მოქმედ სოფლის ექიმებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი – მეგი ედიბერიძე.

მხარეებმა შეხვერდაზე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა განიხილეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად