დმანისში სოფელ ტნუსში, 334 მეტრიანი შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

დმანისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. დაიწყო დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსში, 334 მეტრიანი შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

პროექტის მიხედვით, ქუჩაზე ორფენიანი ასფალტის საფარი და გზის ორივე მხარეს ბეტონის სანიაღვრე კიუვეტები მოეწყობა.
სამუშაოების მიმდინარეობა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი ტატუაშვილმა და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან მანთაშაშვილმა ადგილზე პირადად დაათვალიერეს.

სამუშაოების ღირებულება ხელშეკრულების მიხედვით 303 780 ლარს შეადგენს, სამუშაოებს “შპს ტექნომშენ” ჯგუფი ახორციელებს.

გიორგი ტატუაშვილმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, თითოეული განხორციელებული პროექტი მოსახლეობის ინტერესებზე მაქსიმალურად იყოს მორგებული და ბევრად აუმჯობესებდეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების პირობებს. აღნიშნული გზის რეაბილიტაციის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა კომფორტული და უსაფრთხო გზით ისარგებლებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...