დმანისში, სიონის ქუჩის მე-6 ჩიხისა და ზემო კარაბულახში შიდა გზის რეაბილიტაცია დასრულდა

დმანისის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
ამ ეტაპისთვის დასრულდა დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო კარაბულახში შიდა გზის და ქალაქ დმანისში სიონის ქუჩის მე6 ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები, პროექტის ღირებულება 115 593 ლარს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს “გზამშენი 2014” ასრულებს.

„დმანისის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების მოგვარება ეტაპობრივად მიმდინარეობს, ვაგებთ გზებს, მიმდინარეობს სანიაღვრე სისტემის მოწესრიგება, კეთდება სათამაშო მოედნები ბავშვებისთვის, ტროტუარები, წესრიგდება საგზაო ინფასტურქტურა იმ სოფლებში და არა მარტო, სადაც აქამდე არ არსებობდა, მაქსიმალურად ვეხმარებით მოსახლეობას იმისათვის, რომ უკეთესი პირობები ჰქონდეთ და ის რაც დავპირდით, შევასრულოთ ბოლომდე, ამიტომაც კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას იმისათვის, რომ თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს უკეთესი საცხოვრებელი პირობები,“ – განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტსი მერმა, გიორგი ტატუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად