დმანისში, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშები გამოფინეს

14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება. ღონისძიებას ტრადიციულად დმანისის მუნიციპალიტეტი შეუერთდა.

სახელწიფო დროშები გამოიფინა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასა და ცენტრალურ ქუჩაზე.
აღსანიშნავია, რომ მოსახლეობა სურვილისამებრ შეუერთდა სახელმწიფო დროშის დღეს და საცხოვრებელი სახლების აივნებზე გამოფინეს სახელმწიფო დროშა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა, ორ ეროვნულ სიმბოლოსთან გერბთან და ჰიმნთან ერთად, შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვრიდან.
დროშის დღე პირველად 2012 წლის 14 იანვარს აღინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად