დმანისში რელიგიური კონფესიების ლიდერებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამა დაიწყო

მიმდინარე წლის 22 ივლისს, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ, რელიგიური კონფესიების ლიდერებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების ახალი პროგრამა დაიწყო.

დმანისის რეგიონული ცენტრის ოფისში, პროგრამის პრეზენტაციას ესწრებოდნენ: დმანისის მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გუსეინ ისმაილოვი, მერის მოადგილე, არიფ სულეიმანოვი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, პაატა ყუალიაშვილი, დმანისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბელა ტატუაშვილი და ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი, ქეთევან ჯაყელი.

აღსანიშნავია, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლასა და სსიპ- რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია, რელიგიურ უმცირესობებში სახელმწიფო ენის პოპულარიზაცია და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...