დმანისში, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სახალხო დამცველის გენდერის რეგიონულმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, მარიამ გვიდიანმა, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა დმანისის, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან.

შეხვედრაზე იმსჯელეს ქალთა ჩართულობაზე და მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ქალთა საჭიროებების კვლევის მნიშვნელობაზე, ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისების ხელმისაწვდომობასა და მხარდამჭერი ღონისძიებების აუცილებლობაზე. ასევე განიხილეს რეგიონში არსებული ტენდენციები და გამოწვევები.

საუბარი შეეხო სექსუალური შევიწროებას და საკანონმდებლო რეგულაციებს. დამსწრეებს მიეწოდათ ინფორმაცია სახალხო დამცველის ვებ გვერდზე არსებული სექსუალური შევიწროების ონლაინ კურსის შესახებ.

შეხვედრა ასევე მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობის საბჭოების კოორდინაციისა და თანამშრომლობის გაძლიერებას, არსებული სამუშაო პრაქტიკის გაზიარებას და სამომავლო ღონისძიებების დაგეგმვას.

შეხვედრას ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი ტატუაშვილი, მუნიციპალური გენდერის საბჭოს წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და სხვა გადაწყვეტილების მიმღები პირები..

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად