დმანისში მოხალისეები აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე საინფორმაციო ფლაერებს არიგებენ

დმანისში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ორგანიზებით, კორონავირუსთან დაკავშირებით, საინფორმაციო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.

არასამთავრობო ორგანიზაცია პირველი ევროპელის მოხალისეების ჯგუფი, მერიის წარმომადგენლებთან ერთად ახალ COVID-19 – თან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას აწარმოებენ, კარდაკარის პრინციპით საინფორმაციო ფლაერებს ორ – ქართულ და აზერბაიჯანულ ენაზე არიგებენ და მოსახლეობას მთავრობის რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.

“დმანისის მუნიციპალიტეტში, ყველა დასახლებულ პუნქტში ქართულ და აზერბაიჯანულ ენებზე ვახდენთ მოსახლეობის ინფორმირებას, რათა მათ ჰქონდეთ ზუსტი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დარჩნენ სახლში და დაიცვან მოცემული რეკომენდაციები.“, – განაცხადა დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი ტატუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლები ხმის გამაძლიერებლის საშუალებით ორ ენაზე ადგილობრივებს საკარანტინო რეჟიმის ამოქმედებასა და ვირუსთან დაკავშირებით, პრევენციული ღონისძიებების შესახებ ატყობინებენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად