დმანისში, დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნა

ააიპ დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი დასკვნითი საზეიმო კონცერტი, ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების, მუსიკალური სტუდიების და ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელთა მონაწილეობით.
მოეწყო დმანისის კულტურის და ხელოვნების ცენტრის ხატვისა და რეწვის სტუდიების ბავშთა ნამუშევრების გამოფენა.
საბიბლიოთეკო სამსახურმა წარმოადგინა ძველი გამოცემები ახალი წიგნები, გამოიფინა ეთნოგრაფიული მასალა და მოეწყო ყვავილების კუთხე.
ა(აიპ) ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის ორგანიზებით გაიმართა ჭადრაკის მოყვარულთა ტურნირი.
ტურნირის გამარჯვებულებს დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ – ბადრი სუბარმა გადასცა სამახსოვრო საჩუქრები.
ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ ბავშვთა – ქართული ხალხური ცეკვის, ქართული ხალხური სიმღერის, ქართული ხალხური საკრავების, საესტრადო სიმღერის, სამეჯლისო და სპორტული ცეკვის, თეატრალური სტუდიები.
ღონისძიებაზე მოწვეული იყო ქორეოგრაფიული ანსამბლი ,,მართვე“.
დამსწრე საზოგადოებას 26 მაისი სცენიდან მიულოცა დმანისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ – ბადრი სუბარმა..
ააიპ ,,დმანისის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის“ ხატვის სტუდიამ სახეზე მოხატა მსურველები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...