დმანისში, ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა იწყება

ქალაქ დმანისში, ნანა დედოფლის ქუჩაზე, ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება, რომლის ღირებულება 383 953 ლარს შეადგენს.

ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის ცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2020 წლიდან მოემსახურება.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის შენობა გათვლილი იქნება სამ ბრიგადაზე, რომელსაც ექნება კეთილმოწყობილი ეზო, ავტოსადგომი და გამწვანება.

პროექტი დასრულდება 2020 წლის 30 იანვრამდე, სამუშაოებს შპს „დაჩი ჯგუფი“ განახორციელებს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...