დმანისში ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დაიწყო

ქალაქ დმანისში ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობა დაიწყო. დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა- გიორგი ტატუაშვილმა, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღანელთან, ლევან მანთაშაშვილთან ერთად, ქალაქ დმანისში, ნანა დედოფლის ქუჩაზე, ახალი სასწრაფო სამედიცინო ცენტრის მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე პირადად გაეცნო.

ერთ-ერთი თანამედროვე ტიპის ცენტრი დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას 2020 წლიდან მოემსახურება. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის შენობა გათვლილი იქნება სამ ბრიგადაზე, რომელსაც ექნება კეთილმოწყობილი ეზო, ავტოსადგომი და გამწვანება.

პროექტი დასრულდება 2020 წლის 30 იანვრამდე, სამუშაოებს შპს „დაჩი ჯგუფი“ განახორციელებს, პროექტის ღირებულება 383 953 ლარს შეადგენს. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის სასწრაფო სამედიცინო დახმარების შენობის მშენებლობა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს დმანისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების სერვისის მიწოდებას.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად