დმანისის თვითმმართველობის საკონფერენციო დარბაზში C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარდა

პირველად ჯანდაცვაში ტუბერკულოზის, აივ-ინფექცია შიდსისა და C ჰეპატიტის სკრინინგის ინტეგრირებული მართვის პროგრამის ფარგლებში, დმანისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ დმანისის თვითმმართველობის საკონფერენციო დარბაზში C ჰეპატიტის სკრინინგი ჩატარდა.

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი – გიორგი ტატუაშვილი C ჰეპატიტის სკრინინგის აქციაში ჩაერთო. ასევე მერიის, საკრებულოს თანამშრომლებისა და მოქალაქეების მხრიდან აქტიური ჩართულობა გამოვლინდა.
ცენტრის მიერ მათ საინფორმაციო ბროშურები გადაეცათ c ჰეპატიტის, აივ ინფექცია/ შიდსის და ტუბერკულოზის დიაგნოსტირებასა და მკურნალობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ აღნიშნულ პროგრამის განხორციელებისათვის გამოყოფილი იქნა 18900 ლარი. (დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 6 სექტემბრის N58 08 08 განკარგულება პირველად ჯანდაცვაში ტუბერკულოზის, აივ ინფექცია/შიდსი და C ჰეპატიტის ადრეული გამოვლენის 2019-2020 წლების მუნიციპალური პროგრამების დამტკიცების შესახებ).

პროგრამის ფარგლებში, დღეის მდგომარეობით C ჰეპატიტის სკრინინგი 850 მოქალაქეს ჩაუტარდა.

აქციას დიაბეტის პრევენციის პროექტის ფარგლებში შეუერთდა საქართველოს წითელი ჯვრის დმანისის ფილიალი.

სკრინინგი ჩაუტარდა 46 მოქალაქეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად