დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბანში ახლადრეაბილიტირებული სკვერი და სპორტული მოედანი გაიხსნა

დმანისობის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, დმანისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარდისუბანში ახლადრეაბილიტირებული სკვერი და სპორტული მოედანი გაიხსნა.

სკვერი მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ტატუაშვილმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა გახსნეს.
შესრულებული სამუშაოების ფარგლებში, სკვერის ტერიტორიაზე ღია ტიპის კომბინირებული, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი მოეწყო.

512470 ლარის ღირებულების პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.

ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა სპორტული შეჯიბრი მინიფეხბურთში. ტურნირი მიეძღვნა „ააიპ დმანისის ომარ მუმლაძის სახელობის სპორტული სკოლის“ ყოფილი აღსაზრდელის, ავთანდილ აფრასიძის ხსოვნას.

აქტივობას მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, სოფელ დიდი დმანისისა და ვარდისუბნის მცხოვრებლები ესწრებოდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად